loader

ესპანეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 510 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 510 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 510 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო 18 დღის მანძილზე გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული მონაცემით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა საერთო ჯამში 16 353-მდე გაიზარდა. ამასთან, შემცირებულია ახალი შემთხვევების ყოვედღიური რაოდენობაც. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულების საერთო ოდენობამ ესპანეთში 161 852-ს მიაღწია.