loader

"რატომ ასეთი მბრძანებლური ტონით?.. შენ მოხვედი ჩემს სახლში" - სისხლიანი დაპირისპირება ყინწვისში, რას ამბობენ მამები ეპარქიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ ასეთი მბრძანებლური ტონით?.. შენ მოხვედი ჩემს სახლში" - სისხლიანი დაპირისპირება ყინწვისში, რას ამბობენ მამები ეპარქიაში

ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მონასტრის სასულიერო პირმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღი ასევე ერთ-ერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას-შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.