loader

კალაძე სააკაშვილის თანამდებობას "მოგონილს" უწოდებს და ამბობს, რომ მისი დანიშვნა სკეპტიციზმს იწვევს საქართველოს ხელისუფლებაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძე სააკაშვილის თანამდებობას "მოგონილს" უწოდებს და ამბობს, რომ მისი დანიშვნა სკეპტიციზმს იწვევს საქართველოს ხელისუფლებაში

მოგონილი თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

როგორც კალაძემ განაცხადა, უკრაინა-საქართველოს ერთმანეთთან წლებია კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, რასაც დიდ ყურადღებას აქცევენ.

„პირველ რიგში, რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისა და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა, ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო. თუმცა, ეს თანამდებობაც, ასე ვიტყოდი, მოგონილი თანამდებობაც, რომელიც იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, წლებია ჩვენ ძალიან მეგობრული, თბილი ურთერთობები გვაკავშირებს, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენ, როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკრაინის წარმატება და წინსვლა. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.