loader

ორმაგი მკვლელობა გურიაში - ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორმაგი მკვლელობა გურიაში - ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა

მკვლელობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში – სანადირო თოფით მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი აქამდე არ ყოფილა.

მოკლულის მეუღლე ვარაუდობს, რომ მკვლელობა შემთხვევით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მკვლელი მონადირე იყო და მას იარაღი ჰქონდა. ისინი ვარაუდობენ, რომ მონადირის მიერ გასროლილი ტყვია სამიზნეს ასცდა და მეზობელს მოხვდა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს.

ასევე იხილეთ: "დევიღუპე, ვიღაცა მოვკალიო" - რას ჰყვებიან მეზობლები გურიაში მომხდარ მკვლელობასა და თვითმკვლელობაზე