loader

ინფორმაცია გაჟღერდა, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ, საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია გაჟღერდა, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ, საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტება

არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად, სწორედ არჩევნების წინ ვაპირებთ, რომ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტყის კოდექსს მესამე მოსმენით განიხილავენ. მისი თქმით, საპატრიარქოს ტყის ფართობები იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ გადაეცემა, რომლებიც ტყის ფონდშია განთავსებული. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ტყუილია, რომ ტყის ფართობები საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცემა, რადგან კანონით მას სანაცვლოდ ამ ფართობების მოვლის ვალდებულება ეკისრება.