loader

რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ პირდაპირ ეთერში დააკავა "სი-ენ-ენის" ჟურნალისტი და მთელი გადამღები ჯგუფი - ისინი საპროტესტო აქციას აშუქებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ პირდაპირ ეთერში დააკავა "სი-ენ-ენის" ჟურნალისტი და მთელი გადამღები ჯგუფი - ისინი საპროტესტო აქციას აშუქებდნენ

აშშ-ში, მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "სი-ენ-ენის" ჟურნალისტი ომარ ხიმენესი პოლიციამ პირდაპირ ეთერში დააკავა. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ხიმენესმა ნათლად განუმარტა სამართალდამცველებს მისი ვინაობა, რომ ის ჟურნალისტი იყო. დაკავებულები არიან მასთან ერთად მყოფი ოპერატორი და პროდიუსერი.

შეგახსენებთ, აშშ-ში უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციები შტატების, სულ მცირე, სამ ქალაქში მიმდინარეობს. მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე გადაწვეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.


ასევე დაგაინტერესებთ: უმძიმესი კადრები აშშ-დან: პოლიციელი დაკავებულს სადისტურად ექცევა, სასოწარკვეთილი შეძახილების მიუხედავად, ყველაფერი თითქმის, 9 წუთი გრძელდება

კადრები ცეცხლში გახვეული მინეაპოლისიდან, სადაც პოლიციელის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შემდეგ 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა