loader

გიორგი გახარიას მიმართვა საზოგადოებას: "ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარიას მიმართვა საზოგადოებას: "ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მათ თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს ის იქნება, რაც მათ მეხსიერებაში დარჩება ყოველთვის.

"დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე. თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს ის იქნება, რაც მათ მეხსიერებაში დარჩება ყოველთვის. მინდა მათ მივულოცო ეს დღე, მათ მშობლებს მივულოცო და თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი. რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ასახელონ თავიანთი ქვეყანა, გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან", - განაცხადა გახარიამ.