loader

ვინ არიან "ანტიფას" წევრები, რომელთაც ტრამპი ტერორისტებად გამოაცხადებს და რა დონეზეა რადიკალიზებული პროცესები აშშ-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან "ანტიფას" წევრები, რომელთაც ტრამპი ტერორისტებად გამოაცხადებს და რა დონეზეა რადიკალიზებული პროცესები აშშ-ში

შეერთებული შტატების ათეულობით ქალაქში "კომენდანტის საათი" გამოცხადდა. აქციები, რომლებიც მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა არეულობებში მოძრაობა "ანტიფა" და სხვა მემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები დაადანაშაულა. მოგვიანებით კი ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა: "შეერთებული შტატები "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს". გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის თქმით, სასტიკმა რადიკალურმა ელემენტებმა მშვიდობიანი და კანონმორჩილი აქციის მონაწილეები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს. 

"ანტიფა" - მოძრაობა ნეო-ნაცისტების, ფაშიზმის, რასიზმის და მემარჯვენეების წინააღმდეგ სხვადასხვა ძალადობრივი ხერხით გამოდის. მოძრაობის მონაწილეების დიდი ნაწილი რასიზმის და სექსიზმის, ხოლო ამერიკაში ტრამპის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ნაციონალისტურს და ანტიმუსულმანურს უწოდებენ.