loader

"ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება" - რა მდგომარეობაშია სომხეთი, სადაც კოვიდინფიცირებულებს საავადმყოფოები ვეღარ იტევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება" - რა მდგომარეობაშია სომხეთი, სადაც კოვიდინფიცირებულებს საავადმყოფოები ვეღარ იტევს

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქლაივის" დროს განაცხადა.
"ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან.

"ქვეყანაში დაახლოებით 20 000 ინფიცირებული ადამიანია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან. სწორედ ისინი არიან ინფექციის ძირითადი გამავრცელებლები", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ცნობისათვის, 3 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 10 524 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 454 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 170 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულნი არიან თავად ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები.