loader

"საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე უკიდურესად ნაადრევია" - ინფიცირების ახალი მაჩვენებლებისა და დაუდგენელი წყაროების გამო გახარიამ სხდომა ამ სიტყვებით გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე უკიდურესად ნაადრევია" - ინფიცირების ახალი მაჩვენებლებისა და დაუდგენელი წყაროების გამო გახარიამ სხდომა ამ სიტყვებით გახსნა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია.
როგორც პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, კიდევ 2 შემთხვევის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

„დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. არ არის 8 შემთხვევა ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ 8 შემთხვევიდან 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები. 2 შემთხვევის წყარო უცნობია”, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია წუხელ ღამით გავრცელდა, დანარჩენი 6 პირის მონაცემები კი stopcov.ge-ზე დღეს აისახა. ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული.