loader

ავარია ფოთში - ავტომობილი 69 წლის ქალს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ფოთში - ავტომობილი 69 წლის ქალს დაეჯახა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ გადასასვლელზე გადადიოდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს კვლევები უტარდება.

„112-ის ბრიგადამ ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოიყვანა 69 წლის ქალი. პაციენტი ამჟამად იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და მიმდინარეობს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურია, პაციენტი გონზეა. დანარჩენი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტორი: მაია ძაგანია