loader

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 703-ს შეადგენს.

რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, აღნიშნული მონაცემები ვებგვერდზე არ შეცვლილა და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კვლავ 851-ია.

კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ასევე იხილეთ; "ვირუსი აღარ ჰქონდა, მაგრამ..." - საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

"არ გადავაჭარბოთ ჩვენი თავისუფლებებით, ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა" - თენგიზ ცეცრცვაძე