loader

კადრები ვარკეთილის ბაზრობიდან, სადაც წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ვარკეთილის ბაზრობიდან, სადაც წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი

ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი. "ამ დროისათვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება კიდევ სამი სახანძრო მანქანა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გვაქვს", - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ოთარ კერესელიძის თქმით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.