loader

"ყურადღება მივაქციე უფროს შვილს და ამ დროს მარია გამიფრინდა ხელიდან" - რას ამბობს მამა, რომლის 6 წლის გოგონა ბათუმში ავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყურადღება მივაქციე უფროს შვილს და ამ დროს მარია გამიფრინდა ხელიდან" - რას ამბობს მამა, რომლის 6 წლის გოგონა ბათუმში ავარიას ემსხვერპლა

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 6 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. არასრულწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს.

გოგო მამასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ.

''ბავშვებთან ერთად გადავდიოდით. მანქანა მოდიოდა, მე გავჩერდი გზის გამყოფ ხაზზე, ყურადღება მივაქციე უფროს შვილს და ამ დროს მარია უკვე გამიფრინდა ხელიდან'' - იხსენებს გარდაცვლილი ბავშვის მამა.


წყარო: