loader

"ფეხი ჩაუსრიალდა ბიჭს, დედა ჩაჰყვა, გოგო მივიდა, რომ ძმა ამოეყვანა" - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც მტკვარში 10 წლამდე ბიჭის დახრჩობას შეესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეხი ჩაუსრიალდა ბიჭს, დედა ჩაჰყვა, გოგო მივიდა, რომ ძმა ამოეყვანა" - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც მტკვარში 10 წლამდე ბიჭის დახრჩობას შეესწრო

მდინარე მტკვარში 10 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყოვნებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველების მისვლისას, 1 მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი მდინარის ჩქარი დინების გამო გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა. მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე მდინარის სანაპირო ზოლზე. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.



ვიდეო: "ინფო რუსთავი"