loader

როგორ გამოიყურება და რა დანიშნულება აქვს ტიკარაძის დამხმარე რობოტ "პეპერს", რომელიც მინისტრმა პომპეზურად წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება და რა დანიშნულება აქვს ტიკარაძის დამხმარე რობოტ "პეპერს", რომელიც მინისტრმა პომპეზურად წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას რობოტი "პეპერი" წარადგინა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ექიმის ციფრული ასისტენტი - "პეპერი" საქართველოში გუშინ ჩამოიყვანეს.

"პეპერი" გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ქართულ ენას ჯერ სრულყოფილად ვერ ფლობს. ასევე, ჩვენ ვერ ვფლობთ მის შესაძლებლობებს. ის გახლავთ ექიმის ასისტენტი, რომელიც გამოიყენება როგორც ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ და "პეპერი" უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს, ალბათ, კიდევ შევხვდებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.