loader

"ხელი იქნიე იქ, სადაც გაგსვლია... რას მიძაბავ, დააყენე ერთი ადგილი"- ცხარე კამათი რომან კაკულიასა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი იქნიე იქ, სადაც გაგსვლია... რას მიძაბავ, დააყენე ერთი ადგილი"- ცხარე კამათი რომან კაკულიასა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის განხილვას კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიასა და დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ლევან გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვამ, მაშინ, როცა მისი თქმით, მის მიერ 18 დეკემბერს დარეგისტრირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ ჯერ არ განხილულა.