loader

გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს - ჟურნალისტის პირველი კომენტარი ახალ გადაწყვეტილებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს - ჟურნალისტის პირველი კომენტარი ახალ გადაწყვეტილებაზე

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ პროკურატურის შეთავაზება მიიღო და თანახმაა, რომ პირად მცველებთან ერთად მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებმაც იზრუნონ.

დეტალებს, გიორგი გაბუნიას ადვოკატი პროკურატურაში ათანხმებს. შეთავაზება კი "მთავარი არხის" ჟურნალისტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ მიიღო, სადაც შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.