loader

ყველაფერი, რაც 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ ვიცით - "კონფლიქტი მოხდა, ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა მეორე ჯგუფს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაფერი, რაც 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ ვიცით - "კონფლიქტი მოხდა, ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა მეორე ჯგუფს"

მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგულის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის - მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით.

მათი ცნობით, საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.