loader

ტრამპმა სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა - იმოქმედებს თუ არა ეს განკარგულება ქართველებზე, რომლებიც სამუშაო ვიზით უკვე იმყოფებიან აშშ-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპმა სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა - იმოქმედებს თუ არა ეს განკარგულება ქართველებზე, რომლებიც სამუშაო ვიზით უკვე იმყოფებიან აშშ-ში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემის 2020 წლის ბოლომდე შეჩერებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კერძოდ, წლის ბოლომდე შეწყდება H1-B, H-2B, J-1 და L კატეგორიის თითქმის ყველა ვიზის გაცემა, რაც საბოლოო ჯამში, დაახლოებით 525 000 ადამიანს შეეხება.
თეთრი სახლის განმარტებით, ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება ახალი ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ პირებს, სეზონურ სამსახურებში (თუმცა არა სოფლის მეურნეობაში) დასაქმებულებს, au pair-ის პროგრამაში მონაწილე პირებს, საერთაშორისო კორპორაციების მენეჯერებსა და სხვა წამყვან თანამშრომლებს.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 24 ივნისიდან შედის, არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში და სამუშაო ვიზა აქვთ.