loader

ავტომობილი 21 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ზებრაზე გადადიოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილი 21 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ზებრაზე გადადიოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა. როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, "ოპელის" მარკის ავტომობილი 21 წლის ახალგაზრდა ქალს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გადასასვლელზე გადადიოდა.

შეჯახების შედეგად ახალგაზრდა რამდენიმე მეტრის მოშორებით დაეცა, ხოლო ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის შუაგამყოფ ჯებირს დაეჯახა, ხოლო შემდეგ მოტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით გაჩერდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული ქალი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.