loader

ცნობილია იმ ორი პირის ვინაობა, რომლებიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 დაკავებულს შორის არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია იმ ორი პირის ვინაობა, რომლებიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 დაკავებულს შორის არიან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდები დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის წუხელ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის.

17 დაკავებულს შორის არის ასევე ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჭიკაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დილით, 8 საათზე დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.