loader

"ფეხებზე გვკიდია" - ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეხებზე გვკიდია" - ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას მიმართავს

ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ: გადაეცით მაგ თქვენს სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც პრემიერი წლიური ანგარიშით წარდგა.

„კომიკურია თუ სატირალი, არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ, სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ: გადაეცით მაგ თქვენს სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, არ გაჰკვირვებია, რომ გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისზე არ ისაუბრა.