loader

"თავიდანვე იყო მძიმე" - რა ვიცით მე-15 პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავიდანვე იყო მძიმე" - რა ვიცით მე-15 პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა. როგორც გამყრელიძე ამბობს, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა.

მამაკაცი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 785-ს შეადგენს.