loader

"აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი არის გამოკეტილი გისოსებს მიღმა" - რას ამბობენ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი არის გამოკეტილი გისოსებს მიღმა" - რას ამბობენ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლო მსხჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ასევე იხილეთ: "მათ ვუყვიროდით, არ გაქცეულიყვნენ და ნურაფრის ეშინოდათ" - რას წერს საკუთარ ჩვენებაში მოწმე, რომელიც "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით მცხეთაში თბილისიდან ჩავიდა

რას ჰყვება "ოქროს მოწმე" საკუთარ ჩვენებაში: "გიორგი შაქარაშვილი მირბოდა წინ, შემდეგ მიჰყვებოდა ახვლედიანი და უკან მივდევდი მე"