loader

რას გულისხმობს ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციები, რომლებიც 2020-ის არჩევნებისთვის უნდა დაკმაყოფილდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას გულისხმობს ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციები, რომლებიც 2020-ის არჩევნებისთვის უნდა დაკმაყოფილდეს

მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდა, რომლებითაც ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი - პროპორციული, 30 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული, საპარლამენტო პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა - ეს საარჩევნო კოდექსზე მუშაობაა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცებას საერთაშორისო საზოგადოება მიესალმა. საქართველომ ამჯერად შექება დაიმსახურა ფასილიტატორი ელჩებისგან, ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენებისგან. მათმა დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევა სწორედ საარჩევნო კოდექსი იქნება, რომელიც რეალურად განსაზღვრავს, როგორი ბედი ეწევა ქვეყანაში დემოკრატიულ წინსვლას.