loader

ნათია თურნავა "ვიზეართან" დაკავშირებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნათია თურნავა "ვიზეართან" დაკავშირებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ "ვიზეარი" არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ "ვიზეარის" არეალი გაფართოებულიყო. ნათია თურნავას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე "ვიზეარი" საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დაანონსებული.