loader

ამ წუთებში პროკურატურაში ბრიფინგი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში პროკურატურაში ბრიფინგი მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ა.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ცნობით, 2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამების აკრძალვას. საქმე შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას.