loader

კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებული, ერთი კი შიდა გადაცემაა - მარინა ეზუგბაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებული, ერთი კი შიდა გადაცემაა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 კი შიდა გადაცემაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 4 შემოტანილი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.

„დღევანდელი მონაცემებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 3 პაციენტია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული, 4-დან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო 1 გახლავთ საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება მე-5 შემთხვევას, ეს გახლავთ კონტაქტის კონტაქტი, ანუ ეს ერთი არის შიდა გადაცემით.

ჩვენს ცენტრში 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 ახალი დაგვემატა და გვყავს 22 დადასტურებული შემთხვევა. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.