loader

"კაწროს" გამოკითხვა დასრულდა - პირდაპირი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაწროს" გამოკითხვა დასრულდა - პირდაპირი კადრები

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამომძიებელს განუმარტა, რომ ის არ ფიგურირებს გავრცელებულ კადრებში.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გამოკითხვის პროცედურა დასრულებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლონაში მიმდინარეობდა. კერძოდ, ის გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იყო დაბარებული.

"კაწრო" საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მისი გამოკითხვის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

7 ივლისს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ, თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.

ასევე იხილეთ: "კაწრომ" ჟურნალისტების ალყა სირბილით გაარღვია და შსს-ს ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა

ვინ არის "კაწრო", რომელსაც შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ?

როგორ შედის "კაწრო" გამოკითხვაზე

ვინ არის თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც გური ამირხანაშვილთან თეთრი მიკროავტობუსით მივიდა