loader

უმძიმესი კადრები სოფელ პატარა ფოთიდან, სადაც ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები სოფელ პატარა ფოთიდან, სადაც ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ პატარა ფოთის მონაკვეთში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, "მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი - ქალი და მამაკაცი - ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.