loader

როგორ შევარდა სპეცრაზმი "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერის დასაკავებლად ჭიათურაში - ოპერატიული ვიდეომასალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შევარდა სპეცრაზმი "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერის დასაკავებლად ჭიათურაში - ოპერატიული ვიდეომასალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში გამართული „ქურდული შეკრების“ და "ქურდული სამყაროს" წევრებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისთვის საწარმოს მოგების 30%-ის გადახდის იძულების ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მ.გ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, "ქურდული სამყაროს" წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.