loader

"მძიმე მდგომარეობაა აქვს, მაგრამ იმედს აძლევენ" - გურჯაანში მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მძიმე მდგომარეობაა აქვს, მაგრამ იმედს აძლევენ" - გურჯაანში მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს თავდაპირველად გურჯაანის "ჯეო-ჰოსპიტალის" კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, მას ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული, რის შემდეგაც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: დაზიანებულია თავის ტვინი, გულ-მკერდი, მუცელი და მენჯის ძვლები, ადგილზე ამოკვეთეს თირკმელი და ელენთა - ექიმი 3 წლის ბავშვზე, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა

"საწოლიდან გადმოსულა ფანჯარაზე, გაუხსნია ბადე და გადმოყოლია თან, დედამისი კი ჭურჭელს რეცხავდა" - მეზობლები 3 წლის ბავშვის გადმოვარდნის დეტალებზე