loader

ვინ არის "ოცნების" ერთადერთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის "ოცნების" ერთადერთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება ცოტა ხნის წინ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „ბიოლის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატებიდან ერთადერთია ქალი კანდიდატი. ის არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსთავში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

ნინო ლაცაბიძე თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია. ბოლო წლებში, მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავდა:

05.2016 /09.2016 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია - ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

02.2016 /05.2016 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსაური - უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი

02.2015 /02.2016 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია - მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (განყოფილება) უფროსი

12.2009 /03.2013 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (განყოფილების) მთავარი სპეციალისტი

11.2008/ 12.2009 - ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (განყოფილების) კონსულტანტი