loader

ახალი დეტალები ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც, 45 წლის ქალმა 30 წლის გოგონას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც, 45 წლის ქალმა 30 წლის გოგონას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა

ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც სამართალდამცავებმა წუხელ დააკავეს, იმ ბინის მცხოვრებლები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა.

ცნობისთვის, შემთხვევა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

კადრებს ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს. 



ასევე დაგაინტერესებთ: რას ჰყვება მეზობელი 45 წლის ქალზე, რომელმაც 30 წლის გოგონა მოკლა

კადრებში ჩანს, ქალი, რომელმაც ქუთაისში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავის მეგობარ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა