loader

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ მარგველაშვილის სიძესთან დაკავშირებით, რომელსაც გამოძიება ძალადობის, იარაღი/ნარკოტიკების ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ედავება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ მარგველაშვილის სიძესთან დაკავშირებით, რომელსაც გამოძიება ძალადობის, იარაღი/ნარკოტიკების ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ედავება

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ გოგოჭურის ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა განუცხადა.

საქმე ეხება, 19 ივლისს სასტუმრო "პარაგრაფში" მომხდარ ინციდენტს. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც სწორედ გოგოჭური მონაწილეობდა.