loader

გიორგი გახარიას განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, კორონოვირუსსა და ინფექციურ საავადმყოფოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარიას განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, კორონოვირუსსა და ინფექციურ საავადმყოფოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბი არის მზად, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საკარანტინე პირობების გამკაცრება მოხდეს. შესაბამისი განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რაიონიდან მოსახლეობა თბილისში სხვადასხვა ბაზრებსა და ბაზრობებზე მუშაობს, ასეთ ზონებში კონტროლი გამკაცრდება.

მისი თქმით, ბაზრობებზე ჩატარდება თერმოსკრინინგი და შერჩევითი ტესტირება.