loader

დასახელდა 10 ქვეყანა, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი ქართული ღვინო დალიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დასახელდა 10 ქვეყანა, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი ქართული ღვინო დალიეს

საქართველო მსოფლიოში ღვინის Top-ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულშია. ღვინის ამერიკული ასოციაციის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-16 ადგილი დაიკავა. ამავე მონაცემებით, საქართველო მოწინავე ადგილზეა მთლიან ექსპორტში ღვინის ექსპორტის წილითაც და ის 5.9%-ს შეადგენს.

2019 წელს ექსპორტირებული ღვინის თითქმის 60% რუსეთზე მოდის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მეორე ადგილზეა უკრაინა - 10,3%-იანი წილით, მესამეზე კი - ჩინეთი, სადაც 2019 წელს ექსპორტირებული ღვინის 8,4% შევიდა.

Palitravideo გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, სადაც 2019 წელს საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ღვინო გაყიდა.