loader

"გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ!" – ამბავი, რომელიც „საბურთალოს“ პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში პირველად გააჟღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ!" – ამბავი, რომელიც „საბურთალოს“ პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში პირველად გააჟღერა

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ერთ-ერთ სტადიონს, რომელიც თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა.

ტარიელ ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, პერმანენტულად გაიმართება გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირიც, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი მიიღებს.

“ჩვენ უკ­ვდავ­ვყოფთ მის სა­ხელს, ის იყო და დარჩება ჩვენი ოჯახის წევრად. მისი ოჯახიც და მშობლებიც გაიხარებენ იმით, რომ ამ სტადიონზე პატარა ანგელოზები, მასავით ნიჭიერი ბავშვები დაფრთიანდებიან”, – განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში ხეჩიკაშვილმა.