loader

მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი, რომლებითაც "ევროპული საქართველო" 2020 წლის არჩევნებზე იბრძოლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი, რომლებითაც "ევროპული საქართველო" 2020 წლის არჩევნებზე იბრძოლებს

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.

რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში “ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:

ზურაბ ჭიაბერაშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;

გიორგი ღვინიაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;

ირმა ნადირაშვილი - რუსთავი;

აჰმედ იმანყულიევი - მარნეული, გარდაბანი;

ოთარ კახიძე - ქუთაისი;

სერგო რატიანი - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;

გიგი წერეთელი - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;

აკაკი ბობოხიძე - სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;

გიგი უგულავა - ზუგდიდი;

გიგა ბოკერია - ფოთი-ხობი-სენაკი;

ლელა ქებურია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;

ხათუნა გოგორიშვილი - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;

ტარიელ ნაკაიძე - ხულო-შუახევი-ქედა.

პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში - ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედა-შუახევი-ხულო - თემურ კახიძე.

ბაქრაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.