loader

რომელი თვიდან აღარ გადაიხდით კომუნალურებს 4 თვით, თუ 200 კვ. ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზს მოიხმართ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი თვიდან აღარ გადაიხდით კომუნალურებს 4 თვით, თუ 200 კვ. ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზს მოიხმართ

მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეშიც აუნაზღაურებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი", - განაცხადა გახარიამ.