loader

როგორია ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა? - "მართვით სუნთქვაზეა, არის ღრმა კომა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა? - "მართვით სუნთქვაზეა, არის ღრმა კომა"

კარანტინში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კვლავ მძიმეა. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

როგორც „ინტერპესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“,-განაცხადა რატიანმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განმარტებით, პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება.


ცნობისთვის, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.