loader

“სამართლიანია რუსთაველების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია მისახედია“- გიორგი გახარიამ ახალი გეგმა წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამართლიანია რუსთაველების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია მისახედია“- გიორგი გახარიამ ახალი გეგმა წარადგინა

საქართველოს პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აბსოლუტურად სამართლიანია რუსთაველების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია მისახედია.
როგორც მან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას განაცხადა, უახლოეს პერიოდში რუსთავს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება.

„რუსთავი არის ჩვენი ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერი ფუნდამენტი და ეს არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკას. ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხვილესი საწარმოების ადგილი. არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უკვე განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს. ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ეკოლოგიური პრობლემებია რუსთავში. როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების განვითარებაზე, ბიზნესი, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, უკვე ამასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე.
ამიტომ, რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სერიოზულად იყო აღქმული. ამიტომ, უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს“, - განაცხადა გახარიამ.