loader

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის ავტომობილს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ცხინვალში, 8 ივნისის ქუჩაზე მოხდა.
ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იგორ ნანიევი არ დაშავებულა.