loader

"ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდათ, ბელარუსიც მიაყოლეთ - გამორიცხეთ" - ვასილ მაღლაფერიძის პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდათ, ბელარუსიც მიაყოლეთ - გამორიცხეთ" - ვასილ მაღლაფერიძის პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ

პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდათ, ბელარუსიც მიაყოლეთ - გამორიცხეთ, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მუშაობას ტელესკოლაში იანვრამდე გააგრძელებს.

"ერთადერთი, მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით. ჩემი პროფესიის ნაწილი იყო მასწავლებლობა. მაქვს ორი პროექტი, ერთი სხვასთან ერთად, მეორე მარტო. ეს არის საგანმანათლებლო პროექტები და ამასაც გავაკეთებ იანვრამდე. იანვრის მერე შევხედოთ, როგორ იქნება საქმე", - აცხადებს მაღლაფერიძე.

ცნობისათვის, პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.