loader

„არ იფიქროთ რომ ვართ თვითკმაყოფილები, რომ გულზე ხელი დავიკრიფეთ“- კახა კალაძე მოახლოებული არჩევნების შესახებ საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„არ იფიქროთ რომ ვართ თვითკმაყოფილები, რომ გულზე ხელი დავიკრიფეთ“- კახა კალაძე მოახლოებული არჩევნების შესახებ საუბრობს


“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბოლნისში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა.
კალაძის თქმით, ყველა არჩევნების დროს ისინი იღებდნენ ძალიან მაღალ შეფასებას და დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც იგივე განმეორდება.

“2012 წლის მერე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით, უამრავი პროგრამა ამოქმედდა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობას, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას, ხელი შევუწყოთ იმას , რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა.

არ იფიქროთ რომ ვართ თვითკმაყოფილები, რომ რაც გაკეთდა მაგარია და გულზე ხელი დავიკრიფეთ.
ჩვენ გვინდა კიდევ უფრო ძლიერი საქართველო, ეკონომიკურად უფრო წინწასული, უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა და ამისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ და მივაღწიეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამჯერადაც მივაღწევთ გამარჯვებას. ყველა კარგად ხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მე მჯერა, რომ ჩვენ მთელს მსოფლიოს , საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახებთ და ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ყველა არჩევნების დროს ჩვენ ვიღებდით ძალიან მაღალ შეფასებას და მე დარწმუნებული ვარ ამჯერადაც იგივე განმეორდება“,- განაცხადა კალაძემ.