loader

როგორ გამოიყურება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. რეაბილიტაცია თითქმის 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი, შეიცვალა წყალგაყვანილობა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა, პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით. ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი...