loader

რა ვიცით საქართველოში დაბადებულ "კანონიერ ქურდზე", რომელიც ანტალიაში საკუთარი გარემოცვის წევრმა კეფაში გასროლით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით საქართველოში დაბადებულ "კანონიერ ქურდზე", რომელიც ანტალიაში საკუთარი გარემოცვის წევრმა კეფაში გასროლით მოკლა

ანტალიაში ე.წ. კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, იგივე "გული" მოკლეს. კრიმინალური სამყაროს "ბოსი" თავისი გარემოცვის წევრმა "ხან აჰმედილინსკიმ" კეფაში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მოკლა. ის სამართალდამცველებმა ქალაქ დენიზლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სალიფოვს ანტალიაში, ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სააგენტო Прайм Крайм-ი განსხვავებულ ვერსიას წერდა. მათი ცნობით, სალიფოვს სასტუმროს ნომერში ესროლეს.