loader

რუსთავში ავტომანქანა ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალს და მცირეწლოვანს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში ავტომანქანა ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალს და მცირეწლოვანს დაეჯახა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი დაშავდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, შედეგად, 30 წლამდე ასაკის ქალმა მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო, მცირეწლოვანმა კი - ხელის არეში.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლით დაიწყო.