loader

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს, რომელიც ბასილაშვილის მეუღლის ინტერესებს იცავს.

ორგანიზაციის ცნობით, პროკურატურამ ბასილაშვილისთვის ბრალის დამძიმების თაობაზე მათი მოთხოვნა გაიზიარა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

მათი განმარტებით, ასევე გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.